5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:55

„ოპეკი“ ნავთობზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს

By: Admin
2021-03-12 16:37:21
204

გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 2021 წელს გაიზრდება 5,9 მლნ ბარელიდან დღე-ღამეში, 96,3 მილიონ ბარელამდე, - ამის შესახებ განცხადებას „ოპეკი“ ავრცელებს.

მათო ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში, ნავთობზე მოთხოვნა უფრო დაბალი იქნება ევროპის მრავალ ნაწილში კორონავირუსის გამო შემაკავებელი ზომების გახანგრძლივების გამო.

„2021 წლის მეორე ნახევარში გაიზრდება მოთხოვნა ნავთობზე, რაც ასახავს უფრო აქტიური ეკონომიკური აღდგენის მოლოდინს, ვაქცინაციის პროცესის დანერგვის შედეგად დადებითად”, - განაცხადეს OPEC- ში.

ცნობისთვის, OPEC–ის წინა პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა 5,8 მილიონი ბარელით დღე/ღამეში იყო გათავლისწინებული.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share