5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:55

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12%-ით შემცირდა

By: Admin
2021-03-15 11:57:58
204

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.0 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (6.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი (14.1 პროცენტით ნაკლები).

ამასთანავე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share