5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:23

2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 8.3%-ით შემცირდა

By: Admin
2021-03-16 11:44:05
204

2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 8.3%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 480.4 ათასით განისაზღვრა, რაც 9.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

„2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share