
თანხის გადარიცხვა დღეს აღარ წარმოადგენს პრობლემას, მეტიც პროცესი იმდენად გამარტივებულია უკვე ყველას შეუძლია მისი განხორციელება და რაც მთავარია შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან. თუმცა საქმე მაშინ შეიძლება შეიცვალოს, როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ და თანხის გამოგზავნა გსურს, ან სულაც კონკრეტულ მომენტში თანხა გესაჭიროება და ერთადერთი შანსი მეგობრის მოხიბვლაა მალე დაბრუნების პირობით. თანხის დიდ მანძილზე გაგზავნისთვის აუცილებელი არ არის საბანკო რეკვიზიტების ცოდნა, ასეთ დროს, საუკეთესო გამოსავალია ფულადი გზავნილები, რომლის სარგებლობის დროსაც გჭირდება მხოლოდ პირადი ინფორმაცია.
რა არის ფულადი გზავნილები?
ფულადი გზავნილი არის ერთგვარი ფინანსური პროდუქტი, რომლის სარგებლობის დროსაც, სასურველი თანხას მეგობარს საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე გაუგზავნით და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ფულადი გზავნილები საკმაოდ გავრცელებული გზაა თანხის გადარიცხვისას დიდ მანძილზე, რომლის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივე და მაღალი სანდოობაა.
რა არის საჭირო ფულადი გზავნილებით სარგებლობისთვის
იმისათვის, რომ გაგზავნოთ ფულადი გზავნილი, აუცილებელია დააფიქსიროთ სხვადასხვა მონაცემი, უმეტესად ეს შეადგენს მიმღები ადრესატის პირადი მონაცემებს: სახელსა და გვარს, თუმცა შეიძლება დამატებით პირადი ან საკონტაქტო ნომრის მითითებაც აუცილებელი იყოს. გზავნილს ენიჭება უნიკალური კოდი, რომელითაც ხდება განაღდებისას მისი იდენტიფიცირება. გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ფულადი გადარიცხვების განმახორციელებელ სხვა დაწესებულებებში.
დამატებითი დეტალები
ფულადი გზავნილები შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტაში, ქვეყნებსა და ქალაქებს შორის გაიგზავნოს. თავდაპირველად სასურველია გაეცნოთ სხვადასხვა ორგანიზაციების პირობებს და აირჩიოთ ყველაზე მისაღები. ამის გასაკეთებლად შეგიძლია ესტუმროთ სასურველ კომპანიას და კონკრეტული გზავნილის მიხედვით დააზუსტოთ დეტალები. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით სარგებლობისას ადრესატი თანხას ბევრად უფრო სწრაფად შეძლებს, ვიდრე ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებით.
ფულადი გზავნილის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებს ის ჯერ კიდევ არ გაუნაღდებია, თუმცა სასურველია მსგავსი დეტალები უშუალოდ გამგზავნ ორგანიზაციაში დააზუსტოთ, ვინაიდან შესაძლოა პირობები განსხვავებული ჰქონდეთ. თანხის გაგზავნის საკომისიოს გადახდა შეუძლია როგორც გამგზავნს, ასევე მიმღებსაც, ამ გადაწყვეტილებას თანხის გამგზავნი იღებს. საერთაშორისო გზავნილის შემთხვევაში შესაძლოა თანხის მიღებისას გზავნილთან დაკავშირებული სხვა ოპერაციის შესრულებისთვის. დამატებითი საკომისიო იყოს დაწესებული. იმისთვის, რომ დამატებითი მოულოდნელობები თავიდან აირიდოთ და ფულადი გზავნილის განაღდებისას ნაკლები დანახარჯი გვქონდეს, საჭიროა დავითვალოთ გზავნილის გაგზავნის, მიღების და ორგანიზაციის მომსახურების ხარჯები, რაც სხვადასხვა ორგანიზაციებში შეიძლება განსხვავდებოდეს. ამასთან ერთად, აუცილებელია სრულად წაიკითხოთ ხელშეკრულება და ნებისმიერი ბუნდოვანი დეტალი დააზუსტოთ, რათა რაიმე გაუთვალისწინებელ ამბავს არ ჰქონდეს ადგილი. ასევე, აუცილებლად დააზუსტეთ გასაგზავნი თანხის მოცულობაზე ხომ არაა დაწესებული რაიმე სახის შეზღუდვა, შეიძლება არსებობდეს მაქსიმალური და მინიმალური ზღვარი.
მახასიათებლები
ყურადღება მიაქციეთ გზავნილის კოდს, რადგან სწორედ ამ კოდით უნდა მოხდეს თანხის განაღდება. გზავნილები შესაძლებელია გაანაღდოთ როგორც ოპერატორთან, ასევე ბანკომატებთან და ავტომატური გადახდის აპარატთან. გზავნილის განხორციელებას ან მიღებას შეძლებთ როგოც ფილიალში ვიზიტისას, ასევე ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტბანკის მეშვეობით, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის მომსახურებას.
(R)
Share