
2017 წლის იანვარი - აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარი - აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი - აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%).
2017 წლის იანვარ - აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.
(NS)
Share