5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:00:00

იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან

By: Admin
2021-03-20 11:30:22
204

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 71.1 მლნ. აშშ დოლარით რუსეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 66.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე ჩინეთი – 53.8 მლნ. აშშ დოლარით.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 203.3 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 139.9 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 131.6 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 73.5 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი – 248.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 202.7 მლნ. აშშ დოლარით და ჩინეთი – 193.7 მლნ. აშშ დოლარით.

Share