4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:04

NDI-ის კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 13%-მა პანდემიის დაწყებიდან დაკარგა სამსახური და დღემდე უმუშევარია

By: Admin
2021-03-23 12:28:41
204

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „რა უფრო შეესაბამება თქვენს მგომარეობას, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღემდე“, მოსახლეობის 43% აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდეც უმუშევარი იყო და ახლაც არ აქვს სამსახური.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27%-ს არ დაუკარგავს სამსახური და არ შემცირებია შემოსავალი, 13% კი აცხადებს, რომ დაკარგა სამსახური და კვლავ უმუშევარია.

გამოკითხული მოსახლეობის 12%-ს არ დაუკარგავს სამსახური, თუმცა შემოსავალი შეუმცირდა, 3%-მა დაკარგა სამსახური, თუმცა დაიწყო სხვა ადგილას მუშაობა, 1% კი, კოვიდპანდემიამდე არ მუშაობდა, ახლა კი დასაქმდა.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

Share