4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:12

NDI - გამოკითხული მოსახლეობის 52%-სთვის მთავრობისგან კოვიდპანდემიისას მიღებული ფინანსური დახმარება არასაკმარისია

By: Admin
2021-03-23 12:30:38
204

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე „მიიღეთ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახიდან ვინმემ რაიმე სახის ფინანსური დახმარება ან შემწეობა კოვიდპანდემიის დროს“, გამოკითხულთა 40% აცხადებს, რომ მიიღო.

ამავე კითხვაზე, გამოკითხული მოსახლეობის 60% აცხადებს, რომ მთავრობისგან კოვიდპანდემიის დროს ფინანსური დახმარება არ მიუღია.

ამასთანავე, კითხვაზე „თუ დიახ, როგორ შეაფასებდით მთავრობის დახმარებას“, გამოკითხულთა 48% აცხადებს, რომ დახმარება საკმარისი იყო, 52%-სთვის კი, ფინანსური დახმარება არასაკმარისია.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

Share