4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:01:11

თურქული ლირა 15%-ით გაუფასურდა

By: Admin
2021-03-23 17:50:38
204

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ნაჯი აგბალის გათავისუფლებას ბაზარზე პანიკური ვაჭრობა და ლირის 15%-იანი გაუფასურება მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 7.94 ლირა გახდა.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, ერდოღანსა და ცენტრალური ბანკის მმართველს შორის დაპირისპირების მიზეზი მონეტარული პოლიტიკა გახდა. ერდოღანი მაღალი ინფლაციის მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მოითხოვდა, რასაც ცენტრალური ბანკი ეწინააღმდეგებოდა.

ნაჯი აბგალი თურქეთის ცენტრალურ ბანკს 2020 წლის 7 ნოემბრიდან მართავდა. მისი წინამორბედი მურათ იუსალიც ერდოღანმა კონფლიქტის შემდგომ გაათავისუფლა. 

ცენტრალური ბანკის ახალ პრეზიდენტად საჰაპ კავჩიოღლუ დაინიშნა. 

თებერვლის მდგომარეობით, თურქეთში 15.5%-იანი ინფლაცია იყო. ცენტრალური ბანკის სამიზნე კი 9.4%-იანი ინფლაციაა. 

Share