2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:40

2020 წელს ავტომობილების ფასი საშუალოდ 5%-ით შემცირდა

By: Admin
2021-03-24 14:20:05
204

2019 წელს ავტომობილებით ვაჭრობის ბრუნვამ ფორმალურ სექტორში 2.7 მლრდ ლარი, ხოლო არაფორმალურ სექტორში 3.9 მლრდ ლარი შეადგინა.

ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, მეორადი ავტომობილებით ვაჭრობას ავტომობილების ვაჭრობის ფორმალური სექტორის 38%, ხოლო არაფორმალური სექტორის გათვალისწინებით, ჯამური ბრუნვის 58% უკავია.

„ყველაზე მკვეთრი შემცირება მე-2 (-47.9% წ/წ) და მე-4 კვარტლებში (-21.0% წ/წ) დაფიქსირდა, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ავტომობილების გადაყიდვები მკვეთრად შემცირდა (-18% წ/წ), ავტომობილებზე საშუალო ფასებმა მხოლოდ 5%- ით დაიკლო, ზოგიერთ ბრენდზე კი ფასები პირიქით, გაიზარდა. ავტო-დილერების განმარტებით, მეორადი ავტომობილების ფასები გაიზარდა ონლაინ ავტო-აუქციონებზე, რაც ბაზარზე პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს უკავშირდება“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.

Share