ვალუტის კურსი

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, მომხმარებლებს Tesla-ს ელექტრომობილების შეძენა ბიტკოინის საშუალებით შეეძლებათ.
როგორც ის „ტვიტერზე“ აღნიშნავს, ელექტრომობილის ბიტკოინებით შეძენა 2021 წლიდან აშშ-ის ფარგლებს გარეთაც იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თებერვალში გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა. დღეისათვის კომპანია თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მფლობელია.
მიმდინარე წლის მარტში ბიტკოინის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 62 000 დოლარს გაუტოლდა.
Share