4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:06:14

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

By: Admin
2021-03-25 11:52:10
204

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოლიან-ჩალიანის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ ჭანიეთის, ცხემლის ხიდისა და გურიანთას ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 12 კილომეტრი.

სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება.

(NS)

Share