2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:51:17

სუეცის არხის ბლოკირება მსოფლიოს საათში 400 მლნ დოლარი უჯდება

By: Admin
2021-03-26 15:06:28
204

სუეცის არხში 400-მეტრიანი ხომალდის გვერდულად გაჭედვამ საზღვაო გადაზიდვები გააძვირა.

Bloomberg-ის ცნობით, არხის შესასვლელთან უკვე 10 მლრდ დოლარის ტვირთია დაგროვილი. მათ შორისაა ნავთობპროდუქტები, სამომხმარებლო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ავტომობილები და სხვა.

კომპანია Lloyd’s List-ის გამოთვლებით, სუეცის არხის საცობი დღიურად 5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტების გადაზიდვას აფერხებს. 

224 000-ტონიანი ხომალდის გამოყვანას და არხის გახსნას უკვე რამდენიმე დღეა ცდილობენ, თუმცა ეს პროცესი, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

სუეცის არხის ერთსაათიანი ბლოკირება მსოფლიო ვაჭრობას 400 მლნ დოლარი უჯდება.

Lloyd’s List-ის ინფორმაციით, ევროპის მარშრუტის ტვირთების ყოველდღიური ღირებულება 5,1 მლრდ დოლარი, აღმოსავლეთის მარშრუტი კი - 4,5 მლრდ დოლარია.

Share