ვალუტის კურსი

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse თავის ანალიტიკოსებსა და კონსულტანტებს ბონუსის სახით 20 000 დოლარს აჩუქებს.
ამის შესახებ CNBC-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ბანკი ბონუსებს „ერთდროულ ფულად დახმარებას“ უწოდებს და სხვა თანამშრომლებს ხელფასს გაუზრდის.
ამ გზით, ორგანიზაციას სურს თანამშრომლები გარიგებების უპრეცედენტო რაოდენობისთვის გაწეული სამსახურისთვის წაახალისოს.
წლის დასაწყისიდან Credit Suisse-მა ბიზნესს 112,5 მილიონი დოლარის კონსულტაცია გაუწია.
Share