ვალუტის კურსი

Apple-მა შესაძლოა წარმოებაში Apple Watch-ის ახალი ხაზი ჩაუშვას, რომელიც ექსტრემალური სპორტის მიმდევრებს მოერგებათ.
აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, კომპანიაში მსგავსი მოდელის გამოცემაზე უკვე მსჯელობენ და მისი გამოშვება შესაძლოა 2021 წლის ბოლოს, ან 2022 წლის დასაწყისში მოხდეს.
Apple Watch-ის ახალ მოდელს კომპანიის ჩვეულებრივი სმარტ-საათებისგან განსხვავებით, დამატებითი სიმყარე ექნება და დარტყმისგან დაცული იქნება.
loomberg-ის მონაცემებით, 2020 წელს Apple Watch-ის გაყიდვებიდან კომპანიამ 30 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
Share