ვალუტის კურსი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით ფართოვდება პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“.
გაფართოებული პროგრამის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს, 13:30 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" გამართავს.
ღონისძიებას ბიზნეს და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
გაფართოებული პროგრამის ფარგლებში 150-ზე მეტი ობიექტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები და სხვა.
(NS)
Share