3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:38:00

“ლიბერთი” ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის" სპონსორი გახდა

By: Admin
2021-03-30 17:41:10
204

დღეიდან, ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას,  ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.

 „მოხარული ვარრომ ლიბერთის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მეგობარი შეიძინამინდა გამოვხატო როგორც პირადიასევე მთელი ბანკის აღფრთოვანება და მხარდაჭერა ამ გოგონების მიმართყველაფერს გავაკეთებთ იმისთვისრომ მთელი წლის განმავლობაშიკლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის.

ქალების გაძლიერებაგანსაკუთრებით რეგიონებშილიბერთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავიავფიქრობთჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიზანს მთელი საქართველოს მასშტაბით." - ვასილ ხოდელიგენერალური დირექტორი

ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბსდაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაშიმსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში" - დურმიშხან ჩხაიძეკლუბის დირექტორი.

ლიბერთი 2020 წლიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა - გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

(R)

Share