2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:52:17

თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 90%-ით შემცირდა

By: Admin
2021-04-01 15:24:06
204

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 89.5 პროცენტით შემცირდა.

მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 88.5 პროცენტი შეადგინა და წლიურად 86.1 პროცენტით დაიკლო.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში ასევე შემცირდა ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა.

„2021 წლის თებერვალში გლობალურად, მათ შორის საქართველოში, კვლავ რჩება შეზღუდვები საერთაშორისო მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამის ფონზე, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ძალიან მცირეა. რეგიონის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტორების კლება აზერბაიჯანიდან (-95.8 პროცენტით), სომხეთიდან (-89.9 პროცენტით) და რუსეთიდან (-94.4 პროცენტით) გამოირჩეოდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა კვლავ ძალიან მცირეა, რაც მთლიან შემცირებაში 5.8 პროცენტული პუნქტით აისახა“, - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

Share