4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:52

სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 27 500 000 აშშ დოლარი გაყიდა

By: Admin
2021-04-01 17:15:04
204

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 27 500 000 აშშ დოლარი გაყიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401 შეადგინა.

„2021 წლის 1 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4401  შეადგინა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

Share