4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:03

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

By: Admin
2021-04-01 17:50:47
204

27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 1269 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმისა და 2 კილოგრამი უაქციზო თუთუნის გადაზიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო საქმეთა მასალები,  სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.

(NS)

Share