4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:06:57

სარფში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

By: Admin
2021-04-02 12:18:24
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 1400 ღერი სიგარეტი, 20 კილოგრამი თამბაქო და სხვადასხვა დასახელების 43 ფლაკონი მედიკამენტი გამოვლინდა.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

(NS)

Share