ვალუტის კურსი

5 მარტის ჩაშლილი აუქციონის შემდეგ, „რიყის დოქები“ მთავრობამ აუქციონზე გასაყიდად უკვე მესამედ გამოიტანა.
წინა აუქციონის ანალოგიურად, საწყისი ღირებულება 71.2 მლნ ლარია და აუქციონი 10 დღეში უნდა დასრულდეს.
ობიექტი ელექტრონულ აუქციონზე პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 71 250 000 ლარად იყიდება.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, „რიყის დოქები“, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის თებერვალშიც გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით უძრავი ქონების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა, თუმცა ობიექტი ვერ გაიყიდა.
თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.
Share