3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:32:55

ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები

By: Admin
2021-04-05 12:03:01
204

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას  განაგრძობს.

ამჯერად  სარემონტო სამუშაოები შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.

(NS)

Share