4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:39

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა

By: Admin
2021-04-05 17:08:50
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.4173 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.4343 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0170 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 4.0136 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.0446 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0310 ლარი შეადგინა.

Share