-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:14:02

მიმდინარე წლის მარტში ვიზიტორების რაოდენობა 73,4%-ით შემცირდა

By: Admin
2021-04-09 15:58:49
204

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მარტში საქართველოში სულ 55 907 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, რაც 73,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის მარტში საქართველოს სულ 209 945 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

სტატისტიკის მიხედვით, განხორციელებული ვიზიტებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თურქეთიდან, საიდანაც მიმდინარე წლის მარტში სულ 20 237 ვიზიტორი შემოვიდა, მას მოსდევს საქართველოს არარეზიდენტი მოქალაქეები 7 241 ვიზიტით და სომხეთი 5 656 განხორციელებული ვიზიტით.

ამასთან, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებიდან, 51 255 ტურისტული ვიზიტი იყო, ხოლო დანარჩენი 4 652 კი ერთდღიანი ვიზიტი.

Share