ვალუტის კურსი

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2021 წლის მარტში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) 83 296 ადამიანით გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 18%-ით აღემატება.
უწყების ინფორმაციით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 შეადგინა, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა 1 033 051-ს გაუტოლდა.
Share