-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:14:55

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

By: Admin
2021-04-14 15:09:05
204

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ვალე", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის გ.ს.-ს ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 2140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.

(NS)

Share