9.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
11:01:34

მარტში საფონდო ბირჟის საშუალო დღიურმა ბრუნვამ 0 ლარი შეადგინა

By: Admin
2021-04-14 15:17:30
204

საქართველოს საფონდო ბირჟის საშუალო დღიურმა ბრუნვამ 2021 წლის მარტში 0 ლარი შეადგინა.

სსბ-ის ინფორმაციით, ბირჟაზე 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული და მათი ჯამური მოცულობა 699 მილიონ დოლარს შეადგენს.

გასული თვის განმავლობაში ბირჟაზე ვაჭრობა არ შემდგარა.

ჯერჯერობით, მსგავსი წარმატებით გამოირჩევა 2021 წლის აპრილიც, ამჟამინდელი მონაცემებით, აპრილის თვის დღიური ბრუნვაც 0 ლარს აღწევს.

„საქართველოს საფონდო ბირჟა არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით“, - აღნიშნულია სსბ-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

Share