ვალუტის კურსი

ერთი ბიტკოინის ღირებულება 62 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ექსპერტების თქმით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.
მათივე განცხადებით, კრიპტოვალუტა, კერძოდ ბიტკოინი, ინვესტიციებისა და გადახდების ინსტრუმენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება. 60-ათასიან ზღვარს ბიტკოინმა მარტში გადააბიჯა, როცა კომპანია „ტესლამ“ და მისმა მფლობელმა ილონ მასკმა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ახლო მომავალში „ტესლას“ პროდუქტი ბიტკოინებზეც გაიყიდოს.
ცნობისთვის, მანამდე ბოიტკოინის ფასი 59 ათას დოლარს შეადგენდა. 26 თებერვალს მისი ღირებულება 12%-ით შემცირდა.
Share