4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:01:18

აშშ-ს მთავრობა კიბერშეტევების გამო რუსეთს სანქციებს უწესებს

By: Admin
2021-04-15 14:43:12
204

აშშ-ს მთავრობა რუსეთს კიბერშეტევების გამო სანქციებს უწესებს.

ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, „ეს ნაბიჯი შურისძიება იქნება იმ კიბერშეტევის გამო, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობად შეფასდა“

სანქციები აშშ-ში მოქმედ 30-ზე მეტ რუსულ კომპანიას შეეხება. ამასთან, აშშ-დან ათი რუსი მოქალაქის გაძევებაც იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირები ძირითადად დიპლომატები იქნებიან.

„აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვით აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსული რუბლით დენომინირებული ობლიგაციების შეძენა ივნისიდან აეკრძალება“, - წერს BBC.

ამასთან, აშშ რუსეთს უკრაინაში აგრესიული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

Share