ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა.
„2021 წლის 15 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 25 400 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4353 შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
Share