2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:42

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ენკა“ „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებულ კვლევებს ექსპერტთა საბჭოს გადასცემს

By: Admin
2021-04-16 12:14:48
204

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია „ენკამ“ გამოთქვა მზადყოფნა „ნამახვანჰესის“ პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით შეიქმნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ჰიდროლოგები, გეოლოგები, სეისმოლოგები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, მათ შორის ორგანიზაციები - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა", „მწვანეები", „განახლებადი ენერგიების ასოციაცია" და სხვა.

„საბჭოს წევრი იოსებ ცაბაძე არსებული კვლევების პრეზენტაციას წარადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტთა საბჭოს წევრებისა და დარგის სპეციალისტებისთვის და მათთან ერთად მოხდება განხილვა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაეგზავნება ხელახალი განხილვის მიზნით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

(NS)

Share