6.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
09:44:55

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას

By: Admin
2021-04-16 14:13:26
204

საქართველოს ევრობონდებზე მოთხოვნამ ოთხჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5 წლიანი ვადიანობის მქონე ევრობონდების წარმატებით გამოშვების  თაობაზე.

მისი განცხადებით, გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა და შედეგად, კუპონის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2,75%-ით.

„ეს, პირველ რიგში, ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი და მინდა აღვნიშნო, რომ ინვესტორები ძირითადად, წარმოდგენილნი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

(NS)

Share