4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:42:19

ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია განცხადებები, რომელიც EBRD-ს პრეზიდენტმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას გააკეთა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც საქართველოში ვიზიტისას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ როგორც ეკონომიკური გუნდის, ისე ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავრობის გადაწყვეტილებების შეფასებისას გააკეთა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხდა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ქვეყანა EBRD-სგან 25 წლის განმავლობაში იღებს.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბანკს იმ თანამშრომლობისათვის, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მათგან. როგორც აღინიშნა, ბანკის მხრიდან 200-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. ეს არის სამ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და იმ პროგრესს, რაც ქვეყანას ბოლო პერიოდში აქვს.

 

(NS)

Share