ვალუტის კურსი

პანდემიის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Cnbc ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკა 18.3 %-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია გასული წლის პირველ კვარტლის შემდეგ. მაშინ ჩინეთის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდული მაჩვენებლის მიუხედავად, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ჩინეთის მშპ მხოლოდ 0.6%-ით გაიზარდა.
Share