4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:05:37

გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინისა და 315 ეთერიუმის მფლობელია

By: Admin
2021-04-17 16:24:57
204

გიორგი ვაშაძე 57 ბიტკოინსა და 315 ეთერიუმს ფლობს.

ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.

დეკლარაციაში, რომელიც 2021 წლის 15 თებერვლით თარიღდება, მითითებულია, რომ პოლიტიკოსმა, 2013 წელს, 57 ბიტკოინი 18 000 დოლარად შეიძინა, რასაც, 2016 წელს, 5 000 დოლარის ღირებულების 315 ეთერიუმიც ემატება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი 210 693 ლარი, ხოლო ეთერიუმისა 8 280 ლარია.

შესაბამისად, გიორგი ვაშაძის ხელთ არსებული ბიტკოინების ჯამური საბაზრო ღირებულება 12 009 539 ლარია, ეთერიუმის კი  2 608 428 ლარს უტოლდება.

Share