ვალუტის კურსი

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტის გამოყენება აკრძალა.
ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაციის თანახმად, თურქეთის მოსახლეობას პროდუქტებისა და სხვადასხვა სერვისების კრიპტოვალუტით შეძენა აღარ შეეძლება.
ამასთან, შეიზღუდა სავაჭრო პლატფორმებზე კრიპტოაქტივების ყიდვაც.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში თურქეთში კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზად ექსპერტები თურქული ლირის გაუფასურებასა და ინფლაციის დონის 16%-მდე ზრდას ასეხელებენ, რამაც მოსახლეობისა და ინვესტორების კრიპტოვალუტით დაინტერესება გამოიწვია.
აღნიშნული რეგულაცია ძალაში 30 აპრილიდან შევა.
Share