2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:29

იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5% შეადგინა

By: Admin
2021-04-19 14:15:59
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 820.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (5.2 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 1 952.6 მლნ. აშშ დოლარს (2.4 პროცენტით ნაკლებია).

ამასთან, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-მარტში, 1 131.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (109.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (109.5 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (104.6 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება იმპორტს, 2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ. აშშ დოლარი).

Share