1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:56

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა

By: Admin
2021-04-21 14:43:55
204

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა.  

როგორც ესკო-ს ელექტრონულ ბალანსშია აღნიშნული, იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს.

ამასთაბ, საქართველომ რუსეთიდან 863 მილიონი კილოვატის ელექტროენერგია მიიღო, საიდანაც თითქმის 86% ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებაზე დაიხარჯა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი, დაახლოებით, 153%-ითაა გაზრდილი.

პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო. იმპორტის მკვეთრი ზრდა ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ შეჩერებითაა გამოწვეული. იანვარში საქართველოს ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თვით, მაისამდე დაიხურა.

2021 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობამ 1.43 მილიარდი კილოვატი საათი შეადგინა.

Share