2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:40

თბილისის მერია მიკროავტობუსებში მგზავრების დათვლაზე 3,3 მლნ ლარს დახარჯავს

By: Admin
2021-04-22 17:28:41
204

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.  

დედაქალაქის მერია 1 000 მთვლელს იყიდის, რისთვისაც ბიუჯეტიდან, ბაზრის კვლევის საფუძველზე, 3 300 000 ლარი გამოიყო. შესაბამისად, საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3 300 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს.

გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას მოწყობილობები 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ეტაპობრივად, მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიაწოდოს.

Share