
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მცირდება.
ციფრულმა ვალუტამ კლება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მდიდრებისთვის კაპიტალის მოგების გადასახადის თითქმის გაორმაგება დააანონსა.
ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 5,8%-ით შემცირდა და დაახლოებით, 48,596 დოლარს უტოლდება.
JPMorgan Chase-მა და Tallbacken Capital Advisors-მა ცოტა ხნის წინ კრიპტო ინვესტორები გააფრთხილეს, რომ არსებობს კიდევ უფრო შემცირების პოტენციალი მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტამ რეკორდული მაჩვენებელიდან - 64,870 აშშ დოლარიდან კლების სერია განაგრძო.
გარდა ამისა, IRS-ი გადასახადების გადამხდელებს სთხოვს დეკლარაციაში დააფიქსირონ იყიდეს, გაყიდეს, გაცვალეს თუ სხვაგვარად მიიღეს სარგებელი ნებისმიერი ციფრული ვალუტიდან. აღნიშნული კი კრიპტოვალუტის ფასის კლებაზე გავლენას ახდენს.
Share