1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:00:58

2021 წლის მარტში მწარმოებელთა ფასების ინდექსის წლიური ზრდა 15.5%-მდე შენელდა

By: Admin
2021-04-26 13:47:33
204

„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებული კვირის მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის მარტში მწარმოებელთა ფასების ინდექსის წლიური ზრდა 15.5%-მდე შენელდა.

მათივე ცნობით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა დამამუშავებელ მრეწველობასა და ელექტროენერგიაზე ფასების ცვლილებამ მოახდინა.

„საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მარტში მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიური ზრდა 15.5%-მდე შენელდა, წინა თვის 16.9%-იანი ზრდის შემდეგ. ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (+15.5%) და ელექტროენერგია, აირი და კონდიცირებული ჰაერი (+14.1%)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Share