1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:12:47

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ამოცანა ლარის გაცვლითი კურსის მართვა ვერ იქნება

By: Admin
2021-04-28 16:00:39
204

ეროვნული ბანკის ამოცანა ლარის გაცვლითი კურსის მართვა ვერ იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისათვის უალტერნატივოა.

„საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და აღნიშნული რეჟიმი ინფლაციის თარგეთირებასთან ერთად, მოიაზრებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ისეთ ცვლილებას, რომ ინფლაციის, მისი მიზნობრივი ნიშნულისკენ სვლა განაპირობოს საშუალოვადიან პერიოდში, ამით მიღწეულ იქნას ფასების სტაბილურობა.

ეროვნული ბანკის ამოცანა არ არის და ვერ იქნება ლარის გაცვლითი კურსის მართვა. არც რომელიმე ვალუტის კურსის მართვა. საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც გახსნილი ეკონომიკის ქვეყნისათვის უალტერნატივოა. შეიძლება ითქვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც დადებითი ბალანსი აქვს მიმდინარე ანგარიშის, დიდი საერთაშორისო რეზერვები, კურსის დაფიქსირება იგივე ამერიკულ დოლართან ან ევროსთან ძალზედ ხარჯიანი და საფრთხის შემცვლელი იქნება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Share