ვალუტის კურსი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8 პროცენტი და ემიგრანტების 86.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს, იმიგრანტების 74.1 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 58.4 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.
Share