3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:59

საქსტატის ინფორმაციით, აპრილში ყველაზე მეტად, 40%-ით ზეთი გაძვირდა

By: Admin
2021-05-04 16:17:29
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა.

როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებითან ყველაზე მეტად - 40.2%-ით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 12.35-ით გაძვირდა ტკბილიურლი, 10.1%-ით კი ფასმა მოიმატა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე. ამასთანავე, პურისა და პურ-პროდუქტებზე ფასი, წლიურ ჭრილში, 6.4%-ით გაიზარდა. 

საქსტატის ცნობით, ბოსტენულსა და ბაღჩეულზე ფასები 22.2%-ით შემცირდა, ხილი და ყურძენი კი, 18.2%-ით გაიაფდა.

Share