1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:40:22

ეკონომიკის მინისტრი 15 მაისს ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება

By: Admin
2021-05-05 11:28:42
204

ეკონომიკის მინისტრი 15 მაისს ტურისტულ სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას, სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"15 მაისს 15:00 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლის დროსაც განხილული იქნება აღნიშნული სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.  

შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი.

მის: სანაპიროს ქ. #2, თბილისის იუსტიციის სახლის შენობა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

Share