5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:07

სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

By: Admin
2021-05-05 15:01:08
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს.

ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში  დასრულდა.

სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ  არსებული   დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. 

ჩატარებული სამუშაოების შედეგად,  მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი   ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა.

აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

(NS)

Share