4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:44:55

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

By: Admin
2021-05-06 11:40:01
204

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10420.68 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა.

(NS)

Share