5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
15:00:22

სოფელ კაპანახჩში სარწყავი არხი იწმინდება

By: Admin
2021-05-06 13:15:23
204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ქვემო ქართლში მტკვარი-ჯანდარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

სოფელ კაპანახჩის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისაგან მაგისტრალის ერთ-ერთი წყალგამანაწილებელი არხი იწმინდება.

ჩატარებული სამუშოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც  250 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმს გააუმჯობესებს.

სამუშაოებს  კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს და დასრულების ეტაპზეა.

(NS)

Share