-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:16:09

ფერმერთა საყურადღებოდ! - აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია

By: Admin
2021-05-07 11:37:57
204

ფერმერთა საყურადღებოდ! - აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2021 წლის 20 მაისია.

აღნიშნული  ვადის გასვლის შემდეგ,  დარიცხული ქულები გაუქმდება.

აგროქულების შესახებ  ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე  myliberty.ge

სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო  პროგრამა 2020 წლის 20 მაისს, ანტიკრიზული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“   ფარგლებში, ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს  აგროქულები დაერიცხათ, რომელთა გამოყენებაც სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად იყო შესაძლებელი.  აგროქულები 259,529 ფერმერმა მიიღო.  დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 33.3 მლნ ლარს აჭარბებს.

(NS)

Share